ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნის გამო რუსეთი ევროპელ დიპლომატებს აძევებს

პუბლიკა

რუსეთის ფედერაცია გერმანელ, პოლონელ და შვედ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის მიზეზია მათი მონაწილეობა ოპოზიცონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავლანის მხარდამჭერ არასანქცირებულ აქციაზე ყოფნა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მათ შვედეთის, გერმანიისა და პოლონეთის საელჩოთა წარმომადგენლები დაიბარეს და აცნობეს, რომ მათი საელჩოების თანამშრომლები არაკანონიერ შეკრებაში მონაწილეობდნენ, რაც „დიპლომატიური სტატუსითვის შეუფერებელია“. ისინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ქვეყნიდან გააძევებენ.

რუსეთის ხელისუფლებას არაერთი ქვეყანა აკრიტიკებს ალექსეი ნავალნის ხელახლა დაპატიმრების გამო, რომელსაც პირობითი მსჯავრი პატიმრობით შეუცვალეს გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზეზით და ციხეში 2 წელსა და 8 თვეს გაატარებს.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მათ მიმართ კრიტიკა „ისტერიად“ შეაფასა და უსაფუძვლო უწოდა.