ნაწილობრივი მობილიზაცია დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება - პუტინი

პუბლიკა

„ნაწილობრივი მობილიზაცია დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. დაახლოებით 300 000 ადამიანიდან 222 000 უკვე მობილიზებულია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო Tass ავრცელებს.

„ეს სამუშაო უკვე დასრულებულია. ახლა ფორმირებულ ჯარში 300 000-დან 222 000 ადამიანია მობილიზებული. ვფიქრობ, რომ ყველა სამობილიზაციო ღონისძიება დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება“, – განაცხადა პუტინმა.

21 სექტემბერს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რეზერვიდან გაწვევას ექვემდებარება 300 ათასი ადამიანი, პირველ რიგში, საბრძოლო გამოცდილების მქონე და სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირები.

LB loan image desktop LB loan image mobile