NCDC-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.

მან ტელეკომპანია „მთავართან“ განაცხადა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს 48 საათში ერთხელ უტარდებათ ტესტირება და არც ერთს არ დადასტურებია ვირუსი.

„დადასტურდა ერთი ინფიცირებული, ჩვენი თანამშრომელი,  რომელიც გახლდათ უსიმპტომო. დადასტურდა კვირას. როცა ის სამსახურში დადიოდა გადამდები არ იყო. იმ თანამშრომლებს, დაახლოებით  50-მდე, ვინც იყვნენ კონტაქტში ინფიცირებულთან, 48 საათში ერთხელ უკეთდებათ ტესტირება, ყველა გატესტილია, ჩემი ჩათვლით და არცერთს კორონავირუსიული ინფექცია არ დადასტურებია, “- ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.