NDI-მ ნათლად განმარტა, რომ სადამკვირვებლო პროცესში სრულად ჩაერთვება - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, NDI-მ ნათლად განმარტა, რომ სადამკვირვებლო პროცესში სრულად იქნება ჩართული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი მიდგომა შეიმუშავეს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. დეგნანის თქმით, NDI ბოლო 25 წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნებს აკვირდებოდა და ამჯერადაც იმავე სახის სამუშაოს შეასრულებს, რასაც გასული წლების განმავლობაში აკეთებდა.

„NDI შედგება პროფესიონალების გუნდისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან საქართველო. ბოლო 25 წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნებში მინაწილეობა აქვთ მიღებული სადამკვირვებლო მისიებში.

ამ ჯერზე, COVID-სიტუაციის გათვალისწინებუთ, მათ შეიმუშავეს გარკვეული მიდგომა, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან ჯანმრთელობა და უსაფრთხიება თავიანთი თანამშრომლების, მაგრამ თან ანალოგიურად ჩართულები იყვნენ პროცესებში.

როგორც მათ განაცხადეს, ადგილზე იქნება ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან პროცესებს და ისინი მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იქნებიან მათთან ვინც საქართველოში არ იქნება. გაკეთდება იმავე სახის შეფასებები და ჩატარდება ის სამუშაო, რაც აქამდე ტარდებოდა. ასე, რომ არანაირი შემცირება სამუშაოს ან ჩართულობის ინტენსივობაში ჩემი აზრით მისალოდნელი არ არის”, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოს გაუმართლა, რადგან აქ ბევრი გამოცდილი დამკვირვებელია. თუმცა, NDI-ის გარდა, თავიანთ დამკვირვებლებს საელჩოები და დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოებაც მოიწვევს.