NDI: მოსახლეობის 47% მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს – 47% მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერს. 

ამასთან, კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?  – 19% პასუხობს, რომ ასეთი „ქართული ოცნებაა”. 

13% პასუხზე უარს ამბობს; 

6% ამბობს, რომ არ იცის;

4% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას”;

სხვა პარტიები – 12%. 

NDI-ის კვლევების თანახმად, უმრავლესობის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. 

კითხვაზე, არის თუ არა ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? – პასუხები ასე განაწილდა: 

  • დიახ – 29%; 
  • არა – 62%; 
  • არ ვიცი – 7%; 
  • უარი პასუხზე – 2%.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. 

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ასე მოსახლეობის 53% მიიჩნევდა, მარტში – 51% ფიქრობდა.

თბილისის მცხოვრებლები, ახალგაზრდები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაწყვეტილებამიუღებელი მოქალაქეები პარლამენტარების მიმართ შედარებით უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი.

კვლევის მეთოდი:

NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.