NDI - „ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდებში შედარებით დაბალია“

პუბლიკა

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს ინტერესებთან ახლოს, 18-34 წლის ადამიანების 50% ამბობს, რომ არცერთი.

დაბალია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ამ ასაკობრივ ჯგუფში – 13%. ენმ – 2%, უარი პასუხზე – 16%, არ ვიცი – 4%, სხვა პარტიები – 14%.

რაც შეეხება 35-54 წლის ადამიანებს:

  • არც ერთი – 48%
  • „ოცნება“ – 20%
  • უარი პასუხზე – 10%
  • არ ვიცი – 8%
  • ენმ – 4%
  • სხვა პარტიები – 10%.

55+ ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის კი

  • არც ერთი – 42%
  • „ოცნება“ – 24%
  • უარი პასუხზე – 11%
  • არ ვიცი – 6%
  • ენმ – 4%
  • სხვა პარტიები – 13%.


NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოხდა. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.