დღეს, ხუთშაბათს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნიდერლანდებში 22 %-ით (111 შემთხვევა) გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. დღეის ჩათვლით ნიდერლანდებში ვირუსით ინფიცირების 614 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობა, 273 ადამიანი, ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაშია ლოკალიზებული.