ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 111-ით გაიზარდა

დღეს, ხუთშაბათს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნიდერლანდებში 22 %-ით (111 შემთხვევა) გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. დღეის ჩათვლით ნიდერლანდებში ვირუსით ინფიცირების 614 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობა, 273 ადამიანი, ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაშია ლოკალიზებული.