ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია თანამდებობას ტოვებს. დიპლომატის განცხადებას სოციალურ ქსელში მისი და ავრცელებს.
„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა. მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას”, – ნათქვამია სოლომონიას განცხადებაში.