„კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის ცნობით ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან პოლიციამ დააკავა.
მისი ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამ ინფორმაციას ადასტურებს.
მისი თქმით, ნიკა მელია გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის ტანამშრომლებმა იგი ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მელიას არცერთ საქმეში აღმკვეთი ღონისძიება შეცვილლი არ ააქვს და “პრაქტიკულად მოიტაცეს”.
პრესსამსახურის ინფორმაციით ნიკა მელია დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გამართულიყო. მისი განცხადებით იგი არ გეგმავდა პროცესზე მისვლას. საქმე ეხება პოლიტიკოსის გამოუცხადებლობას წულუკიანის კომისიაზე.