ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას სათამაშო თოფი აჩუქა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას სათამაშო თოფი აჩუქა. საჩუქარი მან ხვიჩიას „ტვ პირველის“ ეთერში გადასცა.

კითხვაზე შერიგდნენ თუ არა, ხვიჩიამ უპასუხა, რომ,- „პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ესეც მოგვარდება, იმიტომ, რომ პირადად, პიროვნული ჩვენს შორის არაფერი არ ყოფილა”.

25 იანვარს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააკრიტიკა, მას მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. ხვიჩიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ მართლაც დაემუქრა მას მელია, იარაღის ტარების უფლებას გამოიყენებს.