ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილის, 11 საათისთვის გადაიდო.

მიზეზი ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, ნება მისცემოდა ნიკა მელიას, დასწრებოდა თავის სასამართლო პროცესებს. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა.

ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან იყო გაძევებული, რადგან მან მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ასევე იშუამდგომლა სასამართლო პროცესების პირდაპირ ტრანსლირებაზე, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.