ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ

პუბლიკა

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან უმრავლესობის წევრები, ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი მივიდნენ.

„მიუხედავად იმისა, ჩვენ რა პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება, იყოს რაიმე სხვაობა ან განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად, მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს“, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას წილოსანი.

ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-17 დღეა, შიმშილობს. მან დღეიდან მედიკამენტოზურ მკურნალობაზეც უარი განაცხადა, სანამ მესამე ეპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.