ნინოწმინდის პანსიონატზე სახელმწიფო აგვიანებს გაეროს დროებითი ზომის აღსრულებას - PHR

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატზე გაეროს შეტყობინების ქართულ თარგმანს ასაჯაროებს, რადგან ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო აგვიანებს გაეროს ბავშვთა კომიტეტის დროებითი ზომის აღსრულებას.

„დამატებითი ოქმის მე-6 მუხლისა და კომიტეტის საპროცედურო წესების მე-7 წესის თანახმად, კომიტეტი სახელმწიფოსგან მოითხოვს: დაუყოვნებლივ უზრუნველყოს  სახელმწიფო მონიტორინგის შესაბამისი ინსტიტუტებისათვის დაწესებულებაში  (ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) შესვლა, რათა შეამოწმონ იქ მცხოვრები ბავშვების პირობები და მათ მიმართ არსებული მოპყრობა. კომიტეტის მოთხოვნის შესრულება არ არის დამოკიდებული განაცხადის დასაშვებობის და არსის განხილვაზე“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერს გაეროს ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რომ მოსაზრებისა და კომენტარების მიწოდების ვადები მხარეებისთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, გახანგრძლივდა 2 თვით. შესაბამისად, საგამონაკლისო წესით, სახელმწიფოს მიეცა 8 თვის ვადა.

PHR კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს დაუყოვნებლივ აღასრულონ გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ზომა.

LB loan image desktop LB loan image mobile