ნიუ-იორკში, ბრონქსის მეტროში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 - დაშავდა

პუბლიკა

ნიუ-იორკში, ბრონქსის მეტროში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 – დაშავდა. სროლა ორშაბათს საღამოს Mount Eden Avenue-ის სადგურზე მოხდა.

დაშავებული სამი კაცი და ორი ქალია, რომელთა ასაკი 14-დან 71 წლამდეა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად 34 წლის კაცი დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ დრომდე ეძებენ შეიარაღებულ პირს. მათივე განცხადებით, სროლა არ იყო შემთხვევითი და ერთმანეთს ორი ჯგუფი ვაგონში დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა გაისროლა.