ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი

პუბლიკა

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე ჯერსი სითის მახლობლად მოხდა, სადაც ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირები ამერიკის შეერთებულ შტატებში ესპანეთიდან ჩამოსული ოჯახი იყო, რომლებიც აშშ-ში ტურისტულად მიემზავრებოდნენ.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფას კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი და მისი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ.

შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენმა საშინელი კატასტროფა განიცადა. როგორც ჩანს, ექვსი ადამიანი – პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი ჩვენთან აღარ არიან. კატასტროფის ამსახველი მასალები შემზარავია. ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილების ოჯახები და მეგობრები“, – წერს ტრამპი.