ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პუბლიკა

ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს ლალო ბერიას, რომელიც ქმართან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა „პუბლიკასთან” საუბარში თქვა, საპროცესოს პირობები მოიცავს 6 თვეს რეალურ სასჯელს, 3-წლიან პირობით მსჯავრსა და 3 000-ლარიან ჯარიმას.

ტელეკომპანია „POST TV“-ის ყოფილი ჟურნალისტი ლალო ბერაია და მისი მეუღლე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს 6 ოქტომბერს დააკავეს. ლალო ბერაიას უწყება ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

დღეს გავრცელდა ნოდარ ჩაჩუას წერილი ციხიდან, სადაც ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„ჩემი ინფორმაციით, მასზე ახლა უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს და მისი დაკავების „გასაპრავებლად“, ლალოს აღიარების მოპოვებისთვის აკეთებენ ყველაფერს. ცდილობენ, ათქმევინონ, რომ ჩემი ჩხრეკისას ამოღებული მთელი 5 გრამი აკრძალული ნივთიერების შესახებ მან იცოდა – ახლა მათთვის ესეც საკმარისია. თუმცა არც ეგ გამოუვათ: XXI საუკუნეში მძევალი არ „პრავდება“” – წერს ჩაჩუა.

ნოდარ ჩაჩუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით: 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. ბრალდება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.