ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს წყვეტს

პუბლიკა

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაცია მათ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმერ კეხმანსა და ნინა ანანიაშვილს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეწყდეს ადრე დადებული ხელშეკრულება”, – წერია განცხადებაში.

მანამდე კი თეატრმა ანანიაშვილთან ხელშეკრულება შეაჩერა. როგორც განაცხადეს, ოფიციალურად წარდგენამდე ინფორმაციის გავრცელება, რომ ანანიაშვილი საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა, დასის უპატივცემულობაა.

„მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიიწვიეს NOVAT-ის საბალეტო დასის ხელმძღვანელად. თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელის სახელის გამოცხადება მისი გუნდის წინაშე ოფიციალურად წარდგენამდე, დასის უპატივცემულობაა. ამიტომ, იძულებულნი ვართ, შევაჩეროთ დადებული ხელშეკრულება, სანამ არ გაირკვევა ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოჩენის ყველა გარემოება”, – წერია განცხადებაში.