ობუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი ჯანდაცვის მინისტრს ხვდება - ომბუდსმენი

პუბლიკა

„რამდენიმე წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს ექიმი-რეანიმატოლოგი. გლდანის ციხესთან მყოფი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. დღესვე სააკაშვილის მონახულების ნებართვას ელოდებიან ჯანდაცვის კომიტეტის წევრებიც.