Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:
- ქართული ოცნება – 37%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%
- საქართველოსთვის – 6%
- ლეიბორისტული პარტია – 5%
- ლელო – 4%
- გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
- ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 3%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 3%
- დროა – 2%
- ალტ ინფო – 2%
- მოქალაქეები – 2%
- ხალხის ძალა – 2%
- ევროპული საქართველო – 1%
- პატრიოტთა ალიანსი – 1%
ამავე კვლევით, შეკითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 63%
- ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 37%
კითხვაზე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:
- უკრაინის დახმარებას – ოპოზიცია 57%, ქართული ოცნება 43%
- კრიმინალს – ოპოზიცია 56%, ქართული ოცნება 44%
- ევროკავშირში გაწევრიანებას – ოპოზიცია 55%, ქართული ოცნება 45%
- ფასების ზრდას – ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
- უმუშევრობას – ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
- რუსების მიგრაციას – ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
- განათლებას – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
- გარემოს – ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
- ჯანდაცვას – ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%
„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.