„ოცნება“ - 37% ენმ - 25% - Edison Research-ის პარტიების პოლიტიკური რეიტინგი

პუბლიკა

Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 37%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%
  • საქართველოსთვის – 6%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • ლელო – 4%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 3%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 3%
  • დროა – 2%
  • ალტ ინფო – 2%
  • მოქალაქეები – 2%
  • ხალხის ძალა – 2%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%

ამავე კვლევით, შეკითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 63%
  • ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 37%

კითხვაზე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უკრაინის დახმარებას – ოპოზიცია 57%, ქართული ოცნება 43%
  • კრიმინალს – ოპოზიცია 56%, ქართული ოცნება 44%
  • ევროკავშირში გაწევრიანებას – ოპოზიცია 55%, ქართული ოცნება 45%
  • ფასების ზრდას – ოპოზიცია 53%, ქართული ოცნება 47%
  • უმუშევრობას – ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
  • რუსების მიგრაციას – ოპოზიცია 50%, ქართული ოცნება 50%
  • განათლებას – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – ოპოზიცია 49%, ქართული ოცნება 51%
  • გარემოს – ოპოზიცია 47%, ქართული ოცნება 53%
  • ჯანდაცვას – ოპოზიცია 45%, ქართული ოცნება 55%

„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.