„ქართული ოცნება“ მედიის შესაზღუდად ახალ კანონს აანონსებს.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ კონკრეტულ დეტალებზე არაფერი თქვა და დაინტერესებულ პირებს ჩართულობა შესთავაზა.
„ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას. ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC-ის სტანდარტად წოდებული ე.წ. ნორმები ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში დღეს – ამ შემთხვევაშიც, ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედიაბაზრისთვის, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა უცხოური ჩაურევლობის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური როგორც ბრიტანული კანონმდებლობა”, – თქვა მან.