„ოცნებამ“ ოპოზიციის 49 წევრს მანდატი შეუწყვიტა

პუბლიკა

„ოცნებამ“ ოპოზიციის 49 წევრს მანდატი შეუწყვიტა.

კენჭი უყარეს „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ენმ – ერთიანობის“ წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას.

ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც არჩევნების შედეგები არ აღიარეს და მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს. მათ მიმართვები ნოემბერში შეიტანეს, თუმცა „ოცნებამ“ საშემოდგომო სესია ისე დახურა, ეს საკითხი არ განუხილავს.

კენჭისყრის დაწყებამდე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მანდატების შეჩერებაზე უმრავლესობა შეჯერდა და ისინი ოპოზიციას „შანტაჟის მცდელობის“ შესაძლებლობას აღარ მისცემენ.

კენჭისყრის დასრულებას სხდომათა დარბაზში ტაში მოჰყვა.

„ოცნების“ პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს გახარიას პარტიას, შესაბამისად, პარლამენტს მათი მანდატების შეწყვეტაზე არ უმსჯელია