„ოცნებას“ არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი | ზარქუა გახარიაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ პოლიტიკაში დაბრუნებაზე გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა.

„პირადად ჩემთვის მისასალმებელია, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში და ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად და არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი. გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის და მათი კრიტიკული ხედვა საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის საინტერესო იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.