რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება, მით უფრო კარგია | დავითულიანი გახარიაზე

პუბლიკა

“ქართულ პოლიტიკურ ველზე რაც უფრო მეტი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა იქნება, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულნი” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დღეს ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ გიორგი გახარიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. დავითულიანის თქმით, გახარია კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული.

„გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მმართველი გუნდიდან წავიდა. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ, დანარჩენზე. გიორგი გახარია იყო კარგი პრემიერ-მინისტრი, მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული.“, – განაცხადა დავითულიანმა.