„ოცნების" დეპუტატი მხარდამჭერებს გინებისგან და ღირსების შემლახავი კომენტარებისგან დაცვას სთავაზობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე მხარდამჭერებს მიმართავს და გინებისგან და ღირსების შემლახავი კომენტარებისგან დაცვას სთავაზობს, „იგივე მეთოდით, თუმცა უფრო მაშსტაბურად და ხარისხიანად”.

„მეგობრებო, თუ ვინმეს შეურაცხყოფას მოგაყენებენ, თქვენს სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, დაგემუქრებიან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, შეგაგინებენ ან ღირსების შემლახავ კომენტარებს დაგიწერენ სოცქსელებში, გთხოვთ, მოგვმართოთ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისს! გარანტიას გაძლევთ პირადად, ზუსტად იმავე მეთოდით და იგივე ხელწერით ოღონდ უფრო მაშსტაბურად და ხარისხიანად დავუბრუნებთ პასუხს!

შესანიშნავად გამომდის ამათი თრევა, გამწარება!!! მაგალითად, დიდი სიამოვნებით ველოდები როდის მესტუმრებიან ჩემს სახლში და საფრთხეს შეუქმნიან ჩემს ოჯახის წევრებს, საბაბი რომ მქონდეს და ყველა ჩემს ხელთ არსებული ხელსაწყოთი ან შესაძლებლობებით დავიცვა ჩემი ოჯახი, ამათ დედები მოვუ&₽ნა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან!!!”, – წერს „ოცნების” დეპუტატი.