„ოცნების“ ოფისთან აქციაზე ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს - „ფორმულა“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებს აკავებენ. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ადგილიდან აცხადებენ და ავრცელებენ კადრებს, აქციაზე დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და წამყვანი ირაკლი აბსანძე.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას დაკავებულების შესახებ.

აპრიტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადაინაცვლეს, შენობას წითელი საღებავები და კვერცხები ესროლეს.

„ოცნების“ ოფისს დიდი რაოდენობით პოლიციელი იცავს. ისინი აქციის მონაწილეებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ. შეხლა-შემოხლა და დაძაბულობა იყოს ოფისთან რამდნეიმე წუთის წინაც. მედიის მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ პოლიციელებმა დააკავეს რამდენიმე  ადამიანი.

შინაგან საქმეთა სმაინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.