საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა.
ირაკლი აბსანძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აკავებენ აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს და წამყვანს.
განახლება: გაათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ დაწერა, რომ დაკავებისას მას ხელი მოსტეხეს.