ბათუმში „ოცნების ქალაქში“ კორპუსის სახურავი ჩამოინგრა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტი „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ დაადასტურა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას ქირით სხვა საცხოვრებელში გადასვლის თანხას დაუფარავენ, ოღონდ საცხოვრებელი მათ უნდა მოიძიონ.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. არაფერი სერიოზული. ჩაუტარდა უკვე კვლევები. რაც შეეხება ფაქტს, ჩვენ მოვედით მათთან დასალაპარაკებლად, არაერთხელ გვქონდა მანამდეც, კორპუსი იყო ავარიული და ქირით შეთავაზების პირობა გვქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდი ისინი უარს აცხადებდნენ ამაზე. დღეს უკვე უმეტესი ნაწილი დაგვთანხმდა“, – თქვა ნინო ნიჟარაძემ.
მედიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი კორპუსის ქირით დატოვებას არ თანხმდება.
„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის მიმართ ზოგიერთი პირი აგრესიულადაა განწყობილი.
„პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.