ოდესის ოლქში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 18 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

რუსულმა არმიამ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა. რუსებმა ოდესის ოლქში, წუხელ ღამით საკურორტო დასახლება სერჰიივკა დაბომბეს.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, დაბომბვისას განადგურდა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და დაიღუპა 18 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია. დაშავდა 30 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ დაღუპულთა ცხედრები კიდევ იპოვონ.