ოდიშარია ოპოზიციას: თქვენი ტიკტოკ-მეომარი, როგორც კი აგრილდა, წამობრძანდა უკრაინიდან

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სიტყვაზე უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ისაუბრა. მან ოპოზიციის წევრებს მიმართა და თქვა, რომ მებრძოლების პატივისცემა მათზე უკეთესად იციან.

„ერთი თუ ყოფილხარ ბატონო პაატა მანჯგალაძე კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული? საერთოდ აქედან რომ ომობთ, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან, მართლა დუქნის ლომები … წადი აბა იქ დადექი და მართლა თუ გეომება და ბიჭების გვერდით დგომა გინდა, მართლა გმირი ბიჭების, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისათვის მებრძოლი ბიჭების, მათ გვერდით დასხედით.

აქ იყვნენ ადამიანები, ჩვენი კოლეგები, რომლებიც იყვნენ წასულები უჩუმრად, ბევრი ინტერვიუების და ეგზიბიციონიზმის გარეშე. სულ ორ ტიკტოკ-მეომარს იცნობს ეს ომი, ერთი ჩრდილოეთ კავკასიიდან და მეორე თქვენი ტიკტოკ მეომარი ოყო იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა რომ წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი …, “ – მიმართა მან ოპოზოციას.

მან ოპოზიციას უთხრა, რომ ისინი ევროპარლამენტარებს კი არ ლანძღავენ არამედ მუდმივად ხვდებიან და პროგრესზე ესაუბრებიან.

ამის შემდეგ ის კვლავ მებრძოლებისა და ომის თემას შეეხო და განაცხადა, რომ ის ყოფილა ომში 2008 წელს.

„ცხოვრებაში დარწმუნებული ვარ სამშობლოს გამო ავტომატი არ გჭერია ხელში. 2008 წელს სად იყავით? მე და ჩემი მეგობრები რომ იქ ვიყავით და არ მახლდა სხვათა შორის არც ტელეოპერატორი და არც სელფებს ვიღებდი რა და არც ვინმეს ნებართვა და დაორგანიზება დამჭირვებია კიდევ სადმე რომ წავსულიყავი, ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობთ,“ – მიმართა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.