ოჯახი, 3 არასრულწლოვანთან ერთად, კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

პუბლიკა

ვერა მურღულია, რომელიც 3 არასრულწლოვანთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად საფრანგეთიდან საქართველოში მანქანით ჩამოვიდა, თვითიზოლაციაში გადასვლას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ტესტის უარყოფითი პასუხები კორონავირუსზე, ასევე თვითიზოლაციაზე მოთხოვნის განაცხადიც შევსებული, საქართველოს საზღვრზე გადმოსვლის შემდეგ 6 ივლისს ოჯახი მაინც კარანტინში გადაიყვანეს.

მას შემდეგ რაც „პუბლიკამ“ და სხვა მედიასაშუალებებმა ოჯახის შესახებ დაწერეს, ვერა მურღულიას მოთხოვნის განხილვა დაჩქარდა და ისინი დღეს კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ თავად ვერა მუღულიამ დაწერა და ყველა ჩართულ პირს მადლობა გადაუხადა.

„ფაქტია, ხმის ამოაღებამ ძალიან დააჩქარა ჩვენი მოთხოვნის განხილვის პროცესი“, – წერს მურღულია.