ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია - შაქარაშვილის ბიძა

პუბლიკა

„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშალის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად და სამართლებრივად მართებულად“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, იურისტმა მირიან ნიკოლაძემ, რომელმაც ბრიფინგზე პროკურატურის დღევანდელი განცხადება შეაფასა.

მირიან ნიკოლაძემ განმარტა, რომ დღეს არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მათ მიერ ჩადენილი ბრალდება, ასევე, ნიკოლაძე ფიქრობს, რომ სასამართლოში საქმეს არ უნდა შეექმნას არანაირი სამართლებრივი პრობლემა.

„გარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც გახდა ერთ-ერთი საფუძველი 5 პირისთვის ბრალის წარდგენის, ჩვენი და გამოძიების მიერ განხორციელდა სხვადასხვა მოქმედება და ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიოტას“ მგზავრებისა, არ იყვნენ შემთხვევის ადგილას და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს.

ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესში, არამხოლოდ სასამართლოში, სასჯელის მოხდის პერიოდში, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები, პირობით გათავისუფლება, შეწყალება ან ა.შ“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მირიან ნიკოლაძემ „ტოიოტა ქამრის“ მძღოლის, ვასილ მახარაძის მიმართ ოჯახის პოზიცია განმარტა:

„ოჯახი საუბრობდა 6 მგზავრზე, თუმცა ჩვენ ვაფიქსირებიდით პოზიციას, რომ მე-6 მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის მოქმედებები, რომელსაც ან უნდა დაესდასტურებინა ან უნდა გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება. საუბარია მძღოლზე. ეჭვის დონეზე, შესაძლებელია, რომ დღესაც არსებობდეს გარკვეული ალბათობა, თუმცა მტკიცებულებების დონეზე, რაც ცალსახად დაადასტურებდა აღნიშნული პირის მონაწილეობას, ჩვენ ვფიქრთობთ, რომ გარკვეული დადასტურების საამრთლებრივი საფრთხეები არსებობს. ოჯახს უნდა ერთადერთი რამ, არცერთი პირი, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულში, არ იყოს პასუხისმგებაში მიცემული. ჩვენ გვინდა სიმართლე და ჩვენ გვინდა კონრკეტული დამნაშავეები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს“, – განმარტა ნიკოლაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და ორ არასრულწლოვანს (ა.ქ. და ზ.ხ.) – ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაუმძიმა, ბრალი არ დამძიმებია ავტომობილის მძღოლს, ვასილ მახარაძეს.