ოჯახის ცნობით, მარნეულში ენმ-ს წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს

პუბლიკა

ლაშა ქველაძე, რომელიც მარნეულის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ხდება, დააკავეს. ინფორმაციას ქველაძის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

როგორც ლაშა ქველაძის მამა, გიგი ქველაძე „tv პირველთან“ ამბობს, დაკავება უკავშირდება 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს:

„სადამსჯელო რეიდი ჩაგვიტარა „ქართულმა მეჩტამ“. ეს არის სუფთა პოლიტიკური… ლაშა ქველაძე იმყოფებოდა 30-ში სადახლოში ხალხთან შეხვედრაზე. საკრებულოს წევრი „ქართული მეჩტიდან“… მაგან მოაგროვა ხალხი და თავს ჯგუფურად დაესხა, 30 კაცით  – არ შემოგიშვებ სადახლოში ხალხთან შეხვედრაზეო. დაპირისპირება მოჰყვა ამას“, – ამბობს ლაშა ქველაძის მამა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.