ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს დაესხნენ

პუბლიკა

ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს დაესხნენ – შემთხვევა დღეს ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ნიკოლოზ ლაცაბიძის ცნობით, მას თავს 4 უცნობი პირი დაესხა.

„პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

15 თებერვალს თავს ასევე დაესხნენ მოქალაქე დავით ფუთურიძეს. ადვოკატი გუჯა ავასაჯანიშვილის განცხადებით, შსს ცდილობდა, ფუთურიძე და მისი ორი მეგობარი, მათ შორის ერთ-ერთი ნიკოლოზ ლაცაბიძე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის საფუძველზე დაეკავებინათ.