ოჯახის თქმით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა, მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ

პუბლიკა

ოჯახის და მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა და მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ასევე მათი ცნობით, შენობაში არ უშვებენ მის ძმებს.

უჩა აბაშიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა.

„საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობსო, არავინ განმიმარტა ბრალი რაზეა, მითხრეს, რომ არ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძმა ვარ. საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, წერდა ამაზე. მარტოა სახლში, ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს”, – ამბობს აბაშიძის ძმა „ტვ პირველთან” საუბრისას.

„პუბლიკა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახალდება.