ოხანაშვილი: ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ, სადებატო არაფერი გვაქვს

პუბლიკა

„ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს“ – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას შეთავაზებას პასუხობს, რომ „ოცნებას“ არაფერი აქვს სადებატო იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსულ ფულს იღებენ და ქვეყნის ანტიპროპაგანდას ეწევიან.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტებისგან იღებს ფულს და ამას ეძახიან ჰონორარს. როგორც ჩანს, ისინი იმისთვის ერთიანდებიან, რომ ოკუპანტებისგან საერთო ჰონორარები მიიღონ, მაგრამ რაზეც არ უნდა გაერთიანდნენ, ისინი მათ გარშემო ხალხს და საზოგადოებას ვერ გააერთიანებენ.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის მათი ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მთავარია, მათ გარშემო საზოგადოება არ გაერთიანდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.


3 ოპოზიციური პარტია „ქართულ ოცნებას” საჯარო დებატებში იწვევს, იმის ასახსნელად თუ რა პრობლემას ხედავენ ევროპელები 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

LB loan image desktop LB loan image mobile