ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, ღირსეულად უნდა დავხვდეთ - ჩარკვიანი

პუბლიკა

„ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ”, – ასე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჩარკვიანი Facebook-ზე წერს:

„მივმართავ ყველას, ქართველებს, არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ,
ღირსეულად უნდა დავხვდეთ, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ, ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა!

მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება! პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას! კიევი -თბილისი ისტორიული რეისია!

ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო! საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!”, – წერს ჩარკვიანი.