ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული დოკუმენტებით ევროკავშირი მოქალაქეებს არ მიიღებს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ მიიღებენ პირებს, რომლებსაც საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები აქვთ.

ევროკავშირის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის წინდაუხედავ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემაზე; რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადასაკვეთად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადების თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ.

მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, საზღვრების გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.

ევროკავშრის განცხადების თანახმად, ამ მანდატის საფუძველზე ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა, ჩეხეთი მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.

 

LB loan image desktop LB loan image mobile