Interfax წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დონეცკის ოკუპირებული ნაწილიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
გამოცემა ამბობს, რომ წყარო დონეცკის თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლია.
ამავე ინფორმაციას ადასტურებს Moscowtimes დონეცკის თვითაღიარებული ხელისუფლების ხელმძღვანელზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ დღეიდან, 18 თებერვლიდან, იწყება მოსახლეობის მასობრივი ცენტრალიზებული გამგზავრება რუსეთის ფედერაციაში.
ინფორმაციის მიხედვით, პირველ რიგში, ევაკუაციას ექვემდებარებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები.
გუშინ დილით დონეცკისა და ლუჰანსკის თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსულ მედიასთან განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები კონფლიქტის მთელ ხაზზე გააქტიურდნენ. მათი მტკიცებით, უკრაინელებმა გორელოვკა ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს.