ოკუპირებული დონეცკის უზენაესმა სასამართლომ გიორგი ბარამიძეს 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

პუბლიკა

ოკუპირებული დონეცკის უზენაესმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად, სასჯელის ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, მიუსაჯა.

„სასამართლომ დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში ბარამიძე, როგორც დაქირავებული მებრძოლი, ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც შეუერთდა ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობას. სასწავლო ბაზებზე მან გაიარა სამხედრო მომზადება, რომელიც მოიცავდა საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლებას, სტრატეგიის, ტაქტიკისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების მეთოდების შესწავლას, რაც აუცილებელი იყო შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის. ამის შემდეგ, 2022 წლის აპრილამდე, იგი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგ” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც რუსეთის გენერალური პროკურატურა წერს, ბარამიძისთვის, როგორც „დაქირავებული მებრძოლისთვის”, მიღებულმა ანაზღაურებამ 238 ათას რუბლს გადააჭარბა. ამჟამად საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისთვის ბრალის წაყენების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ოკუპირებული დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის პროკურატურამ გამოძიება რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში დაიწყო.