ომბუდსმენი: პიკეტირებაზე უკანონო ისაა, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას ეხმაურება. ომბუდსმენის თქმით, კანონმდებლობით პარლამენტის შენობის პიკეტირება დაუშვებელია, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლები ის დეპუტატები არიან, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა.

„უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.

პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ“, – წერს ლომჯარია.

LB loan image desktop LB loan image mobile