ომბუდსმენი შეწყალებაზე: კარგი იქნება, რომ ეს საკითხებიც იყოს განხილული

პუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მივიდა. შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროცესს პოზიტიური უწოდა.

„ძალიან პოზიტიურია, რომ პრეზიდენტმა ამ პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. მე მაქვს ჩემი ხედვა. სახალხო დამცველი რა ფორმით იქნება ჩართული ჩამოყალიბებული არ ვართ  და ზოგადად, როგორი პროცესი იქნება, თუმცა როგორც ვიცი ჯერჯერობით პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის. ისმენს სხვადასხვა აქტორების მოსაზრებებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სააკაშვილის შეწყალებაზე ჟურნალისტის კითხვას კი უპასუხა:

„შეწყალება თუ ამნისტია – არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესის მთავარი აქცენტი უნდა იყოს, თუმცა არ გამოვრიცხავ და კარგი იქნება, რომ ეს საკითხებიც იყოს სხვა საკითხებთან ერთად განხილული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პრეზიდენტი მესამე დღეა ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. კონკრეტულად რას გულისხმობს პრეზიდენტის ინიციატივა, უცნობია. ცნობილია ის, რომ ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა პატრიარქთანაც გამართა.