სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თვალყურს ადევნებენ კეკელიძეზე მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს და შეისწავლიან „გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას”.
მათი თქმით, სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, რომელთა შორისაც, არიან ისეთები, ვინც მიიღო დაზიანება. აცხადებენ, რომ აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.
კეკელიძის ქუჩაზე, საიდანაც ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლეს დილიდან შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები. ისინი გამოსახლების პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის. მათ ბინიდან ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანეს. რამდენიმე აქტივისტი კი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მათ დაკავებას შსს ჯერ არ ადასტურებს.
„პუბლიკა” შსს-სთან დაკავების დეტალებს აზუსტებს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.