ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას გამოაქვეყნებს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება – ამის შესახებ ექიმი ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი მესამე პრეზიდენტთან სტუმრობის შემდეგ საუბრობს.

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი და მის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა.

„იგი შესაბამისმა სპეციალისტებმა გასინჯეს. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით” – უთხრა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.