საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელი კომისიის წევრთა სია ცნობილია.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტების საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები გამართა.
როგორც პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ „პუბლიკას“ უთხრეს, მხარეები შემფასებელი კომისიის წევრებზე შეთანხმდნენ და კონსულტაციები ამ საკითხზე აღარ გაიმართება.
სახალხო დამცველის კანდიდატობის შემფასებელი კომისიის წევრთა სია ასე გამოიყურება:
-
დავით ასათიანი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
-
თამარ ზარანდია – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
-
ნათია კუპრაშვილი – რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
-
რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თავმჯდომარის მოადგილე;
-
ელენე რუსეცკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრი, დირექტორი;
-
არნოლდ სტეპანიანი – მრავალეროვანი საქართველო, თავმჯდომარე;
-
ნინო ჩხობაძე – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თავმჯდომარე;
-
ეკა ციმაკურიძე – დემოკრატიის ინდექსი, თავმჯდომარე;
-
ლევან ცუცქირიძე – აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, დირექტორი.
ომბუდსმენის არჩევის ახალი წესის მიხედვით, კომისიის წევრები ომბუდსმენობის თითოეულ კანდიდატს შეაფასებენ და შეფასებას წერილობით წარუდგენენ პარლამენტს.
ჯგუფის წევრები კანდიდატებს ოთხი კრიტერიუმის მიხედვით 0-დან 10 ქულამდე შეაფასებენ. შეფასება ზეპირი გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდება.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს: – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
კანდიდატთა შესახებ წარდგენილი შეფასებები და განმარტებები სრულად გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.
შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.