ომბუდსმენს ჰყავს 10 ათასობით პატიმარი უკრაინაში და ჯობია, მეტი ყურადღება დაუთმოს მათ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ მიეცა უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება.

„ომბუდსმენს ჰყავს 10 ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მე მგონი ჯობია, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოში იმყოფება, დღეს შეატყობინეს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან შესახვედრად არ შეუშვებენ.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, მას სურს, შეხვდეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს და საპატიმროს მთავარ ექიმს.