ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის - ილია II

პუბლიკა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა. მან აღნიშნა, რომ „ზოგიერთ ქვეყანაში ომია“ და ამის გამო წუხილს გამოთქვამს. მის განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.

„აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი, ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს.

ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისთვის“,- განაცხადა ილია მეორემ.

LB loan image desktop LB loan image mobile