„ომიკრონის" 777 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება და სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე ე.წ. „ომიკრონის” დადასტურებული შემთხვევები იქნება. ამის შესახებ გამყრელიძემ „რუსთავი 2-ს“ განუცხადა.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ 1009 დადასტურებული შემთხვევიდან დეტალურად შესწავლილია 777 შემთხვევა, აქედან 16% არის რეინფიცირების.

„1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა ეს იყოს „ომიკრონი”, ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს აცდა. ცირკულაციაში „ომიკრონის” რაოდენობა უკვე 45%-დან რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile