„მინდა, კიდევ ერთხელ თქვენ და ომის პარტიას, მოღალატეების და გამყიდველების პარტიას და მათ, ასე ვთქვათ, პარტნიორებს ვუთხრა, ომის ნაცვლად მიიღებენ დიდ შენებას საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და სწორედ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია, რომ პირველ კვარტალში იქნება 14%-იანი ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით.
„ვითომ რაღაც სკანდალი გამონახეთ, რომ ვიღაც ბიზნესმენი ჩამოვიდა. მერე რა, რომ ჩამოვიდა. საერთოდ, მე გეტყვით, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენს ვხვდები, ქართველ ბიზნესმენებს, უცხოელ ინვესტორებს, ყველას, იმიტომ, რომ მინდა, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე. სწორედ, ჩვენი პოლიტიკის შედეგია ის, რომ, მაგალითად, მარტში გვაქვს 10,1%-იანი ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში გვექნება 14%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – თქვა მან.
დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი, აი, ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა – ღარიბაშვილი
27 აპრილი, 2022